ჩვენს შესახებ
ისტორია
Oukitel დაარსდა 2007 წელს ჰოლდინგ Shenzhen YunJi Intelligent Tech-ის ქოლგის ქვეშ, შვილობილ კომპანიად.
Oukitel არის ეროვნული, მაღალტექნოლოგიური კომპანია, მოწინავე და გამოცდილი მკვლევარების და შემქმნელების გუნდი, ერთგული წარმოების ეკიპაჟით და ტექნიკური მომსახურებით.
Oukitel თავის პროდუქციას ყიდის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და წარმატებით განავითარა 130 – ზე მეტი დისტრიბუტორი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.
Oukitel გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. მისი სერვისები არა მხოლოდ მობილური ტელეკომუნიკაციის პროდუქტებით შემოიფარგლება, არამედ ელექტროსადგურებითაც.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში შეიმჩნევაა ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება. ტექნოლოგია სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენს საქმიანობაზე, სოციალური ცხოვრებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, განათლებაზე და ა.შ. ყველაფერზე, გავლენას ახდენს ტექნოლოგია.
ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების უარყოფითი მხარე მისივე ღირებულებაა. Oukitel– ში, სმარტფონები იქმნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხელმისაწვდომ ფასად, რათა მათი შეძენა შეძლოს ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის ადამიანმა. ჩვენი სმარტფონების ხაზი შეესაბამება ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
სახელი Oukitel არ არის მხოლოდ სახელი ან მარკეტინგის ლოგო. ეს არის გლობალური ძალა, რომელიც ფოკუსირებულია პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტის საკითხებზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ხალხის გაძლიერებას და დავეხმაროთ მათ გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებით.
Oukitel-მა ნელ – ნელა მოიპოვა უამრავი ადამიანის ნდობა და სიყვარული, ამ ფაქტმა კი გააღვიძა ჩვენი სურვილი, რომ საუკეთესოები ვყოფილიყავით. ბრენდინგი არ არის მხოლოდ ლამაზი სატელევიზიო რეკლამა ან განსაცვიფრებელი ბილბორდი, ეს არის ნდობა, ის ნდობა რომელსაც ვამართლებთ. მომხმარებელი და მისი კმაყოფილება არის ჩვენი საქმიანობის ერთადერთი მიზეზი.
Oukitel არის ბრენდი, რომლის მიზანია შექმნას საუკეთესო მდგრადი პროდუქტები, ისე რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ესთეტიკური მხარე. ჩვენი კომპანია ცდილობს შექმნას საუკეთესო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის, და გაამყაროს ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან. რაც ყველაზე მთავარია, ხელს ვუწყობთ ტექნოლოგიურ წინსვლას და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას, როგორც ჩვენთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის.
განვითარება
კომპანიის დაარსების დღიდან, Yunji განვითარდა და გაიზარდა წლების განმავლობაში.
წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით კორპორატიული კულტურა, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე, სანდოობასა და კომპეტენციაზე.
იუნჯის ჰყავს მოწინავე და გამოცდილი შემქმნელთა გუნდი. ისინი მთელი წლის განმავლობაში ბევრს მუშაობენ რომ შექმნან ახალი და საინტერესო ტექნოლოგია ჩვენი პროდუქციისათვის. მათი გავლენა ჩანს და იგრძნობა ჩვენს ტელეფონებზე, აპარატებსა და ელექტრულ სადგურებზე.
ჩვენი საწარმოო გუნდები პასუხისმგებელნი არიან პროდუქტის სხვადასხვა კომპონენტების აწყობაზე საბოლოო პროდუქციის მისაღწევად. ჩვენი მწარმოებელი გუნდი საუკეთესოდ არის აღჭურვილი და სინქრონიზებული, რათა მიაღწიოს უმაღლესი დონის ეფექტურობას. ეს ეფექტურობა პასუხისმგებელია 20 მილიონ ერთეულ პროდუქტზე, რომელსაც ყოველწლიურად ვაწარმოებთ.
ელექტრონულ და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში თითქმის 13 წლიანი მოღვაწეობისას, ჩვენ დავიკავეთ მოწინავე ადგილი ჩინეთის ტექნიკურ ინდუსტრიაში. ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ბიზნესის სტრატეგია, მოვერგეთ მიმდინარე ტენდენციებს და გავაძლიერეთ ჩვენი შიდა მენეჯმენტის სისტემა, რათა ჩვენი ამბიცია გლობალური ძალად ჩამოყალიბების შესახებ გამართლებულიყო. ჩვენ ვაპირებთ საუკეთესო პროდუქციის წარმოებას რათა "დამზადებულია ჩინეთში"-ს იმიჯი ავამღლოთ და ნდობა გავზარდოთ მთელ მსოფლიოში.
შემოგვიერთდი
Smart Phone
ძლიერი ტექნიკური ძალა
მოწინავე აღჭურვილობა
ხარისხის მკაცრი მართვის სისტემა
Პროფესიონალური მომსახურება
Კონკურენტული ფასი
გლობალური მიზნები
Oukitel– ი თავისი მოკრძალებული საწყისებიდან ჩამოყალიბდა კომპანიად, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მრავალ ქვეყანაში. Oukitel– ის მიზანია გააგრძელოს ეს კავშირები და განვითარდეს როგორც გლობალური ბრენდი. ბრენდი, რომელიც ითვალისწინებს ხალხის საჭიროებებს და სთავაზობს იმას, რაც მათ სურთ.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით.