top of page

სახელი Oukitel არ არის მხოლოდ სახელი ან მარკეტინგის ლოგო. ეს არის გლობალური ძალა, რომელიც ფოკუსირებულია პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტის საკითხებზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ხალხის გაძლიერებას და დავეხმაროთ მათ გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებით.

 

Oukitel-მა ნელ – ნელა მოიპოვა უამრავი ადამიანის ნდობა და სიყვარული, ამ ფაქტმა კი გააღვიძა ჩვენი სურვილი, რომ საუკეთესოები ვყოფილიყავით. ბრენდინგი არ არის მხოლოდ ლამაზი სატელევიზიო რეკლამა ან განსაცვიფრებელი ბილბორდი, ეს არის ნდობა, ის ნდობა რომელსაც ვამართლებთ. მომხმარებელი000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000 და მისი კმაყოფილება არის ჩვენი საქმიანობის ერთადერთი მიზეზი.

Screenshot_12.png

კომპანიის შესახებ

Oukitel არის  მაღალტექნოლოგიური კომპანია,  სტაბილური წარმოებით და ტექნიკური მომსახურებით.

Oukitel გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. ჩვენი OEM (ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი) და ODM (ორიგინალური დიზაინის მწარმოებელი )  სერვისები არა მხოლოდ მობილური ტელეკომუნიკაციის პროდუქტებით შემოიფარგლება, არამედ მძლავრი ელექტროსადგურებითაც.

Oukitel-ის პროდუქციის რეალიზაცია ხდება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

Oukitel არის  ბრენდი, რომლის მიზანია შექმნას საუკეთესო მდგრადი პროდუქტები, ისე რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ესთეტიკური მხარე. ჩვენი კომპანია ცდილობს შექმნას საუკეთესო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის, და გაამყაროს ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან. რაც ყველაზე მთავარია, ხელს ვუწყობთ ტექნოლოგიურ წინსვლას და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას, როგორც ჩვენთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის.

ხედვა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში შეიმჩნევა ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება. ის სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენს საქმიანობაზე, სოციალური ცხოვრებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, განათლებაზე და ა.შ. ყველაფერზე, გავლენას ახდენს ტექნოლოგია.

 

ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების უარყოფითი მხარე მისივე ღირებულებაა. Oukitel– ში, სმარტფონები იქმნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხელმისაწვდომ ფასად, რათა მათი შეძენა შეძლოს ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის ადამიანმა. ჩვენი სმარტფონების ხაზი შეესაბამება ტექნოლოგიის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

bigstock-Businesspeople-at-a-Meeting-509

განვითარება

Oukitel-ს ჰყავს მოწინავე და გამოცდილი გუნდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სისტემატიურად მუშაობს, რათა შექმნას ახალი და საინტერესო ტექნოლოგია პროდუქციისათვის. 

 

საწარმოო გუნდები პასუხისმგებელნი არიან სისტემის სხვადასხვა კომპონენტის აწყობაზე. შედეგად მიღებული პროდუქტი საუკეთესოდ არის აღჭურვილი და სინქრონიზებული, რათა მიაღწიოს უმაღლესი დონის ეფექტურობას. ეს ეფექტურობა ვრცელდება 20 მილიონ ერთეულ პროდუქტზე, რომელსაც ყოველწლიურად აწარმოებს კომპანია.

33333.png

შემოგვიერთდი

ძლიერი ტექნიკური ძალა

მოწინავე აღჭურვილობა

ხარისხის მკაცრი მართვის სისტემა

Პროფესიონალური მომსახურება

Კონკურენტული ფასი

გლობალური მიზნები

Oukitel თავისი მოკრძალებული საწყისებიდან ჩამოყალიბდა სანდო კომპანიად და ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო მასშტაბით. Oukitel–ის მიზანია გააძლიეროს   ეს კავშირები და გააგრძელოს განვითარება,  როგორც გლობალურმა ბრენდმა, რომელიც ითვალისწინებს ხალხის საჭიროებებს და სთავაზობს იმას, რაც მათ სურთ.

 

Oukitel Georgia მზად არის  ითანამშრომლოს ნებისმიერ ლეგიტიმურ კომპანიასთან ან ინდივიდთან, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება  არსებული ხედვა.

bottom of page